არქივი4 დეკემბერი, 2024, 20:53
ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, მათთვის გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ თავად შს სამინისტროს მხრიდან არ გამხდარა ცნობილი.
საძაგლიშვილის ცნობით, გვარამიას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ეს ომონის მხრიდან ცნობილი არ გამხდარა - პოლიციად წოდებულ დაწესებულებას ქმედებები მათ ომონზე უარესად წარმოაჩენს“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.