ნიკა გვარამია: რუხაძის წასვლა შემთხვევითი არ იყო

რუხაძის წასვლა და ბანკების მენეჯმენტის ცვლა, შემთხვევითი პროცესი არ არის, მათ შორის ეს დებატებიც, ყველაფერი არის წრის წრის დავიწროების ინდიკატორები, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუხაძისთვის ისეთი ტოქსიკური რამ არის “იმედი“, მეტი რომ არ შეიძლება, რადგან ის ამერიკის მოქალაქეა და საქართველოში ანტიამერიკული კამპანიის მთავარი დრაივერი სწორედ „იმედია“

რუხაძის წასვლა და ბანკების მენეჯმენტის ცვლა, შემთხვევითი პროცესი არ არის, მათ შორის ეს დებატებიც. ყველაფერი არის წრის წრის დავიწროების ინდიკატორები. ოღონდ ეს არის ინდიკატორები იმის, რომ დათმობებზე წასვლა დაიწყო რეჟიმმა, რაღაც ბარტყების გადაგდება დაიწყო.  რუხაძისთვის ისეთი ტოქსიკური რამ არის “იმედი“, მეტი რომ არ შეიძლება, სინამდვილეში უმძიმესი რამ არის რუხაძისთვის იმედი. საქართველოში ის ამით იმარტივებს ცხოვრებას, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ის ამერიკის მოქალაქეა და საქართველოში ანტიამერიკული კამპანიის მთავარი დრაივერი რა თქმა უნდა „იმედია“ და ამერიკის მოქალაქისთვის, სხვა თუ არაფერი, ეს საშიშია. როგორც ჩანს აწუხებდა, მაგრამ ამრტივი არ არის სისტემას თავი დააღწიოს,- განაცხადა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!