პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დღეს გამოქვეყნებული დასკვნის ზოგიერთი მიგნებისა და დასკვნის თანახმად, საქართველოში:

28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიან დემონსტრაციებზე დაკავებულები აღნიშნავენ, რომ ნიღბიანი, ამოუცნობი პოლიციელები მათ ჯგუფურად უსწორდებოდნენ, მაშინაც კი, როცა ბორკილებდადებულებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული;

დაკავებულების სისტემური ცემა გრძელდებოდა მაშინაც კი, როდესაც დაკავების პროცესი დასრულებული იყო, ისინი ბორკილებდადებულები იყვნენ და მიწაზე იწვნენ;

დაკავებულების ცემაა, სიტყვიერ შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლები ხორციელდებიდა როგორც ჯგუფურად, ასევე მორიგეობით, ანუ ადგილი ჰქონდა განმეორებითობას (პოლიციელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ);

სიტყვიერ შეურაცხყოფებთან და ფიზიკურ ძალადობასთან ერთად დაფიქსირდა გაუპატიურების მუქარები;

დაკავებულებმა პოლიციის ძალადობის შედეგად მიიღეს მძიმე და ხილული ტრავმები, რომელთა მონათხრობიც ემთხვევა CPT-ს ნანახსა და იზოლატორების ექიმების მიერ აღწერილ დაზიანებებს;

საქართველოს ციხეთა სისტემის განვითარებაში არანაირი რეალური პროგრესი არ არსებობს, რაც უნდა განვიხილოთ ხელისუფლების მარცხად" - წერს ნიკა გვარამია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.