ნიკა გვარამია: პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული…ნაციონალურ მოძრაობაში მე არ მივდივარ

პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული…ნაციონალურ მოძრაობაში მე არ მივდივარ | სამომავლო გეგმებზე
მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად – აცხადებს ნიკა გვარამია სამომავლო გეგმებზე საუბრისას.
“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “ღამის მთავარში” საუბრისას ის ამბობს, რომ პოლიტიკური პროექტი, სადაც ის იქნება, აუცილებლად იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული:
“ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი სადაც მე ვიქნები, პირველ რიგში, ეს იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროექტი. რამდენი სუბიექტიც არ უნდა შევიდეს, ადამიანი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რომ სიაში მაგალითად, ყოველი მეორე, ან ყოველი მესამე იყოს ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ ყოფილა… მე სურვილი მაქვს, რომ ეს ასე იყოს და იმედია, რომ ასე იქნება. მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ არიან ადამიანები, ვინც იგივე განწყობაზეა და ვინც მე მეძახის, რომ მოდი გავაკეთოთ ერთად. მე ასეთი ადამიანების მესმის. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს “მოდი ჩემთანს” ვინც მეუბნება და მე არ აპირებ რაღაცის მოქსოვას და მერე მოხიბვლას ვიღაცების, რომ მოდით გაებით ჩემს მოქსოვილ ქსელში. ზუსტადაც, რომ ახალს გამოვიგონებ [ველოსიპედს], მე და ისინიც ვისთან ერთადაც ვიქნები”. – ამბობს “მთავარი არხის” დამფუძნებელი.
ნიკა გვარამია არ ასახელებს ამ ადამიანების ვინაობას, თუმცა ამბობს, რომ ესენი არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ისინი ვინც არ არიან პოლიტიკოსები, თუმცა კავშირი აქვთ პოლიტიკურ პროცესებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და ისინიც ვისაც ნამუშევარი აქვთ საჯარო სამსახურსა და საჯარო სფეროში – “ჩვენ, იქნება ნამდვილად ჩვენ” – ამბობს ის.
“ნიკა გვარამიასთან კოალიციაში შედის არასწორია. ნიკა გვარამია და … გააკეთებენ კოალიციას, ისინი იქნებიან ერთად. არავინ არ მოდის ჩემთან, არავისთან არ მივდივარ მე. ჩვენ ვართ ერთად და ვაკეთებთ ამას ერთად. ეს მოიტანს სირთულეებს, მაგრამ ეს მოიტანს სიძლიერესაც. აქ იქნება სიახლის ეფექტი, რომელიც ყოველთვის გულისხმობს სირთულეებს, მაგრამ, ძალიან გამაძლიერებელი იქნება” ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, ის ნაციონალურ მოძრაობაში წასვლას არ აპირებს:
“ნაციონალურ მოძრაობაში მე არ მივდივარ, ნაციონალური მოძრაობა ჩემთან არმოდისთქო რომ ვთქვა, სასაცილოც იქნება. თანამშრომლობა ამის შემდეგ როგორ იქნება და ა.შ. მოდით ამაზე ვილაპარაკოთ მერე, როცა ეს საკითხი რელევანტური იქნება. ამ წუთში ეს საკითხი რელევანტური არ არის” ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ცვლილებებისკენ გზა სიახლესა და ახალ ადამიანებშია. როგორც ნიკა გვარამიამ დააანონსა, ბრძოლას ამ ყველაფრისთვის, თებერვლიდან დაიწყებს.
გარდა ამისა, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ურთიერთობა და დალაპარაკება აუცილებელია ყველასთან, გარდა ივანიშვილის, მისი პარტიისა და სატელიტებისა, რომლებსაც ქვეყანა სკენ მიჰყავთ.
“ურთიერთობის შესაძლებლობას ვხედავ უკლებლივ ყველასთან….ამისი თქმით არ მეშინია. ვიღაცები უფრთხიან არ დაველაპარაკებით ნაციონალურ მოძრაობს, იმას არ დაველაპარაკებით, ამას არ გამოვეხმაურებით, გამოვრიცხავ ესეთი წინასწარ დაკონსერვებული ვარიანტების არსებობას იმიტომ, რომ ეს საქმისთვის არის ცუდი და სთვის სასარგებლო იდიოტიზმი. ვინმესთან არდალაპარაკება არ მიმაჩნია სერიოზულ საქციელად და პასუხისმგებლობიანი პატრიოტის საქციელად. ყველასთან უნდა ილაპარაკო იმის გარდა, ვისაც შენი ქვეყანა მიყავს რუსეთში და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მისი პარტია და მისი სატელიტები. პროდასავლური ოპოზიციის ფლანგზე საუბარი შეიძლება კი არა, აუცილებელია ყველასთან. რაც შეეხება იმას, ვისთან ერთად ვხედავ გრავიტაციის ცენტრს, რომელშიც მე ჩემ თავს მოვიაზრებ, ყველა ამ ჩამოთვლილთაგან თავისთავად ცხადია ეს არ არის… დალაპარაკებით დაველაპარაკები [გიორგი გახარიას], მაგრამ ერთად ყოფნას მასთან არ ვიხილავ ცხადია. გახარიაც არ მიხილავს, ორმხრივია ეს დამოკიდებულება” – თქვა ნიკა გვარამიამ.