ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკა გვარამია კობახიძეს პასუხობს: რასაც არ უნდა დაგვპირდეთ, არ გაღიარებთ

ნიკა გვარამია კობახიძეს პასუხობს: რასაც არ უნდა დაგვპირდეთ, არ გაღიარებთ

რასაც არ უნდა დაგვპირდეთ, არ გაღიარებთ - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს ოპოზიციისგან აღიარება მოითხოვა, სანაცვლოდ კი შესთავაზა - "მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი"

გვარამია ამბობს, რომ პარტია, რომელსაც ლეგიტიმურობა აქვს, აღიარებას არ "იხვეწებოდეს".

ლეგიტიმურები არ არიან და რაც არ არის, იმას არავინ არ აპირებს, რომ აღიაროს - რასაც არ უნდა დაგვპირდნენ ამისთვის.

ასევე სხვებსი გასაგონად მინდა ვთქვა,  ვინც ამბობს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს ოცნებას, თუ არ აქვს, ამაზე ყოველდღე არ უნდა ლაპარაკობდეს "ოცნება" და არ უნდა იხვეწებოდეს აღიარებას - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემორებით, პარტიების გაუქმებით, უკვე მოწოდებებით პირდაპირ ეთერში და ა.შ.  ეს არის , "ოცნებას" ძალიან უჭირს ლეგიტიმაციის გარეშე და მას ეს ლეგიტიმაცია არ ექნება", - აცხადებს ნიკა გვარამია.  

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.