არქივი7 აპრილი, 2025, 22:53
ნიკა გვარამია: ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს

"ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს - მას კომუნიკაცია აქვს აშშ-სთან და ის ინფორმაციასაც კი აწვდის.
ცემაც მართალია, პასპორტის ჩამორთმევაც - ეს ყველაფერი სიმართლეა.
ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა - ხვალ რომ გამოაჩინონ, რადგან დღეს მე და თქვენ ამაზე ვსაუბრობთ, არაფერს არ ნიშნავს.
ეს კაცი ნაცემიც არის, მხარამოგდებულიც არის, პასპორტწართმეულიც არის და ტერორის ქვეშაც არის", - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.