ნიკა გვარამია – რეჟიმი წკიპზეა, თიხის ფეხებზე დგას და ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს, არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება

ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს – რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა.
„მესმის კარგად, რომ იმედგაცრუება შემოგვეპარა. ობიექტური მიზეზებიც აქვს ამას და სუბიექტურიც. მაგრამ მინდა ყველას გავუზიარო ჩემი გამოცდილება: როცა ბრძოლაში ხარ, იღლები, თითქოს კედელს აწყდები და გგონია, რომ არაფერი გამოვა, შეხედე შენს მოწინააღმდეგეს და ის შეაფასე, როგორაა ის თავად.
ჰოდა, შევხედოთ „ქართულ ოცნებას“: ივანიშვილის ბანდა შიგნიდან ისე ყანყალებს, ნაკერებზე გარღვევის ყველა ნიშანი ჩანს.
P.S. ოღონდ „რეჟიმი აგონიაშია“ თავის მოტყუებაა. რეჟიმი წკიპზეა და თიხის ფეხებზე დგას. ბოლომდე უნდა ამ ფეხებს მონგრევა, რომ ეს „გოლიათი“ წაიქცეს. არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება“,- წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!