ნიკა გვარამია: ვაგრძელებ დაწყებულს: ეპიზოდები რუსული სანქციების 21ე პაკეტიდან

ნიკა გვარამია:
ვაგრძელებ დაწყებულს: ეპიზოდები რუსული სანქციების 21ე პაკეტიდან:
იმდენი იძახეს ქოცებმა “აბა დენი ვჭამოთო”, რომ ბოლობოლო დენი შეჭამს მაგათ 🙂
🔴 ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტში მოხვდა ინტერ რაო. მას ყველაზე მკაცრი სანქცია დაედო აქტივების სრული გაყინვის სახით, რაც აქტივების გაყინვასთან ერთად, სახსრების მიწოდების სრულ აკრძალვას და 50%-ის წესის სრული მოცულობით ამუშავებას გულისხმობს.
🔴 ინტერ რაო არის თელასის და თელმიკოს ბენეფიციარი მფლობელი. თავად ქართული რგოლები და მათი შუალედური დამფუძნებელი ჰოლანდიური სილქ როუდ ჰოლდინგსი ჯერჯერობით პირდაპირ სანქცირებულები არ არიან, მაგრამ დედაკომპანიის სანქცირება მათთვის სერიოზული რისკია: 50%-იანი წესის და ბანკების compliance-ის გამო.
❓ 50%იანი წესი: ვროკავშირის რეგულაციებით, ყველა შვილობილი კომპანია, სადაც სანქცირებული კომპანია 50% და მეტ წილს ფლობს, ავტომატურად სანქცირებულად ითვლება. სილქ როუდ ჰოლდინგსი ინტერ რაოს 100%-იანი შვილობილია და თან ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, ანუ პირდაპირ ევროკავშირის იურისდიქციაშია. ხოლო თელასის 75%იანი წილი და თელმიკოს 100% სრულად მისი აქტივებია, რაც ნიშნავს, რომ ევროპელი კონტრაგენტებისთვის სანქციები თელასზეც და თელმიკოზეც ვრცელდება და მათთან ურთიერთობა უბრალოდ ეკრძალებათ.
🔴 თელასიც და თელმიკოც, მაღალი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ ევროში და დოლარში გადარიცხვებს, ვერ შეისყიდიან აღჭურვილობას ევროპელი მომწოდებლებისგან, ვერ მოახდენენ ვერაფრის დაზღვევას და ვერ ისარგებლებენ საერთაშორისო მომსახურებებით.
❓ ბანკების compliance და საბანკო ანგარიშსწორების საკითხი: ევროკავშირის სანქციები ფორმალურად საქართველოს არ ეხება, რადგან ის ევროკავშირის წევრი არაა, მაგრამ ქართული ბანკები “ნებაყოფლობით” იცავენ მათ, რადგან დამოკიდებულნი არიან ევროპულ და ამერიკულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე. ქართული ბანკები დგანან არჩევანის წინაშე: ან დასავლურ ბანკებთან თანამშრომლობა, ან სანქცირებული კომპანიის მომსახურება. პირველზე უარი გარანტირებული ჩამოშლაა უმოკლეს ვადაში, თან, ყველაზე მსხვილი ქართული ბანკები უცხოელი დამფუძნებლების ხელთაა, რაც გამორიცხავს საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარს. შესაბამისად, დარჩა მეორე ვარიანტი: უარი სანქცირებული კომპანიის და მისი შვილობილი კომპანიების მომსახურებაზე.
❗️ მართალია, აბონენტების ანგარიშსწორება თელმიკოსთან ლარში ხდება და ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ოპერაციაა, მაგრამ, მაღალი ალბათობით, ქართული ბანკები compliance-ის შიშით თავად შეწყვეტენ მომსახურებას, მათ შორის, არასავალუტო ოპერაციებზე.
🔴 შესაბამისად, თელასი გადახდების მიღებასაც ვეღარ შეძლებს და სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა სპეციალური მმართველის დანიშვნის ან იძულებითი გაყიდვის გზით (ეს ერთხელ უკვე მოხდა ბორჯომთან დაკავშირებით).
🔴 ჩვენ, ქართველებს, ამ ყველაფრიდან ხეირიც გვაქვს, თან ძალიან ძვირფასი (პირდაპირი მნიშვნელობით 😁) თუმცა, ქოცებისთვის ქართველების ხეირი ახალი თავის ტკივილია, რადგან ის რუსეთის ინეტერესებს ეწინააღმდეგება. საქმე იმაშია, რომ საქართველომ 2025 დეკემბერში დაიწყო ინტერ რაოსთვის 139 მლნ დოლარის საარბიტრაჟო კომპენსაციის გადახდა, გრაფიკი 2028 წლამდეა გაწერილი. სანქციები სანქცირებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვას, როგორც მიხვდებოდით, კრძალავს 🙂
⁉️ საინტერესოა, რას აპირებს ქოცხელისუფლება? დაარღვევს სანქციებს, თუ თელმიკოს და თელასს შეუწყვეტს გადახდას, რასაც ისინი, მაღალი ალბათობით, დენის გამორთვით უპასუხებენ
‼️‼️კიდევ უფრო საინტერესოა, უკვე ხომ არ ქონდა ადგილი თელასის მხრიდან დენის დემონსტრაციულ გამორთვას?! 😉
გაგრძელება იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ