: ერთიანობას პრობლემა აქვს “ნაციონალური მოძრაობის” გამო (ვიდეო)

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით ოპოზიციის “ერთიანობას პრობლემა აქვს “ნაციონალური მოძრაობის” გამო”.

მისი თქმით, “ოპოზიციურ ალიანსში” აქტიურად ჩართული პარტიები მუშაობენ, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საერთოდ არ დადიან შეხვედრებზე.

…დღეს ხომ ჩანს, რომ ერთიანობას პრობლემა აქვს “ნაციონალური მოძრაობის” გამო. კარგია და დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ ალიანსში, ვინც არის აქტიურად ჩართული, ეს პარტიები ვმუშაობთ. [“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები] საერთოდ არ დადიან, არიან წევრები, მაგრამ ისინი არ დადიან. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ცხადი ხდება, რომ ესე ვერ იქნება. მაგალითად ახლა იქნება ერთთვიანი გასვლა რეგიონებში, ზოგმა პარტიამ აირჩია, რომ წავიდეს დამოუკიდებლად, ზოგმა ვთქვით, რომ მოდი ერთად წავიდეთ. სამწუხაროდ, ნიკა არ არის გარე, რომელიც დიდოსტატია მონაწილეობისაც და დაგეგმვისაც. […]

ჩვენ ერთად ვართ იმიტომ, რომ ერთად მოვიპოვოთ დემოკრატიული და ხალხის მოლოდინი გავამართლოთ და ხალხის პროტესტის ამოცანას მაქსიმალურად დავეხმაროთ, ჩვენ ამოცანასაც მათ შორის,” – ამბობს .