– ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს – რეზოლუციის მოკლე შინაარსია – ცეცხლი ოლიგარქიას

ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს, – წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, , რითაც ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
როგორც გვარამია წერს, „რეზოლუციის მოკლე შინაარსია – ცეცხლი ოლიგარქიას“.
„ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.
რეზოლუციის თანახმად: „ქართულ ოცნებას” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.
რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, “ოცნებას” აქვს შემდეგი პირობები:
· ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;
· პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;
· მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;
· რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;
· განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე;
p.s. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!”- წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად