ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ…” – ნიკა გვარამია

,, ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ…” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიდა:
,,ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს.
ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.
რეზოლუციის თანახმად:
“ქართულ ოცნებას” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.
რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, “ოცნებას” აქვს შემდეგი პირობები:
1. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში
2. პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე
3. მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება
4. რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდაღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება
5. განაგრძოს ევროიტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე
ps რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას! “

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.