არქივი11 ივლისი, 2024, 15:22
ნიკა გაგნიძე "დილადან" კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს
ქართველი ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე გორის "დილადან" კარიერას უკრაინულ "კოლოსში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტრანსფერის დამატებითი დეტალები უცნობია.
23 წლის ნახევარმცველი "დილას" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. 2022/2023 წლების სეზონში მან იჯარის წესით ეროვნული ლიგა დატოვა და ძალები თურქეთის ჩემპიონატში "უმრანიესპორის" რიგებში მოსინჯა, სადაც ჯამში 3 მატჩი ჩაატარა.
გაგნიძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 5 შეხვედრა გამართა, 12 მატჩი კი 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ჩაატარა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.