ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გირასი კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 28 წლის გვინეელი ფორვარდი სერუ გირასი, რომელიც ბოლოს "შტუტგარტის" ღირსებას იცავდა, კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს.
BILD-მა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია, რომ აფრიკელი ფეხბურთელი უკვე დორტმუნდში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გირასიმ "შტუტგარტში" გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და 28 ბუნდესლიგურ მატჩში ამდენივე გოლით გამოირჩა. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "ბაიერნის" ფორვარდ ჰარი კეინს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზეც 36 ზუსტი დარტყმაა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.