ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 4.4 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები 2024-2026 წლებში უკრაინას დამატებით 4,4 მილიარდ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, გამოყოფილი თანხა უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
„უკრაინის ნებისმიერი დამატებითი მხარდაჭერა რეგულარული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება და დამოკიდებული მინისტრთა მომავალ კაბინეტზე იქნება“, – ნათქვამია ნიდერლანდების მთავრობის ანგარიშში.
ასევე, მთავრობის ანგარიშში მითითებულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნიდერლანდებმა უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 10 მილიარდი ევრო გამოყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ