ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკომისია - უკრაინა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს - 1.5 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინა, მომავალ კვირას, შეთანხმებული მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან, Ukraine Facility-დან მეორე ტრანშს, 1.5 მილიარდ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოპმანმა განაცხადა.
უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების 50 მილიარდიანი პროგრამიდან პირველი ტრანში - 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით მიმდინარე წლის მარტში უკვე მიიღო.
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ ხაზი გაუსვა ძირითადი პარტნიორებისგან უკრაინის ბიუჯეტის სტაბილური მხარდაჭერის აუცილებლობას, ვინაიდან სიტუაცია ახლა საკმაოდ გაურკვეველია აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დაგვიანების გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.