არქივი18 მარტი, 2024, 17:54
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 87 ადამიანი გაიტაცეს
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 87 ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია ავრცელებს.
შემთხვევა კადუნას შტატში მოხდა, თუმცა ადგილობრივი პოლიციის სპიკერმა, მანსურ ჰასანმა გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა.
კადუნას შტატის სოფელ კაჯურუს მეთაურმა, ტანკო ვადა სარკინმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა 87 ადამიანი კვირას გაიტაცეს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 300-მდე ბავშვი გაიტაცეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.