„ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი – მინდა მადლობა ვუთხრა მზია ამაღლობელს ამ გადაწყვეტილებისთვის – მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან

მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის-ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე, – ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც ნესტან ცეცხლაძემ აღნიშნა, ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში.
„მინდა მადლობა ვუთხრა მზიას ამ გადაწყვეტილებისთვის. ახლა ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე მანამდე. ძლიერები, რათა ვიბრძოლოთ როგორც მზიას, ასევე ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის. ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში. ის მუდმივად ითხოვდა „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანას. მზია უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, – აღნიშნა ნესტან ცეცხლაძემ.
ინფორმაციისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა “ვივამედთან” გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია