არქივი18 თებერვალი, 2025, 15:09
გიორგი გახარია - მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის! - გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის!
გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.