არქივი8 თებერვალი, 2024, 07:41
ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.