ნენე დალაქიშვილი: ყველამ მიგვატოვა, ვინც შარშან ამ დროს “საქართველოს გზა ევროპაშია” წერდა… აღმოჩნდა რომ ევროპა მხოლოდ საკუთარი კარიერისთვის და კარგი ცხოვრებისთვის უნდათ

ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი:
ყველამ მიგვატოვა, ვინც შარშან ამ დროს “საქართველოს გზა ევროპაშია” წერდა და ვინც ხალხის ძვლებში ლეწვას აპროტესტებდა.
თურმე პონტის გამო წერდნენ, პოტნის გამო აპროტესტებდნენ.
აღმოჩნდა რომ ევროპა მხოლოდ საკუთარი კარიერისთვის და კარგი ცხოვრებისთვის უნდათ, აბა ხალხი ჭირსაც წაუღია.
ყველა გაიყიდა, ზოგი 30 მილიონზე, ზოგი არქის წილებზე, ზოგიც ორივეზე ერთად. და იმიტომ კი არ გაიყიდნენ, რომ ფული არ ჰქონდათ, რომ უჭირდათ, (ფულიც, სახელიც, კეთილდღეობაც ევროპაში იპოვეს და მოიპოვეს) არა – უფრო მეტი მოინდომეს, გაღორდნენ და ამ გაღორებას სამშობლოც ზედ მიაყოლეს.
ნინი ქარსელაძეს რომ ჰკითხეს, სამშობლო თუ შოკოლადიო, პასუხი ხომ გახსოვთ? ხოდა ესენიც ეგრე არიან – სამშობლო თუ არქის წილები? სამშობლო თუ 30 მილიონი?
რა თქმა უნდა, არქი.
რა თქმა უნდა, 30 მილიონი.
სტალუნური რეპრესიების დროს, 37-იან წლებში, თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები დღისით ფეხბურთს თამაშობდნენ და ღამით ჩეკისტობდნენ, დასახვრეტი ხალხი სახლებიდან გამოყავდათ.
თქვენც ეგ ხართ, 37-იანი წლების სპორტსმენები – ხვალ რომ გიბრძანონ, მილიციასთან ერთად სახლებში მოგვადგებით და იზოლატორებში წაგვათრევთ. რომ გიბრძანონ, თავ-პირსაც დაგვალეწავთ.
მაგ ფულს და მაგ წილებს სიკვდილამდე ნაცემი ხალხის სისხლი აცხია.
მაგ ფულს როცა დახარჯავთ, მაგ წილებს როცა მოიხმართ, სულ გახსოვდეთ, რის ფასად მოიპოვეთ – სამშობლოს გაყიდვის ფასად.
ჰო, დამავიწყდა, იმ ჩეკისტი ფეხბურთელების ნაწილი იმავე სისტემამ დახვრიტა, ვისაც ემსახურებოდნენ.
და აქვე – გაუმარჯოს გიორგი ცინცაძეს! როგორც აღმოჩნდა ერთადერთს, რომელიც არ გაიყიდა.
პ.ს. უთქვენოდაც მოვიგებთ. მაინც მოვიგებთ!
ცნობისათვის, 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები უკრაინას შეხვდა.   ეს იყო ბოლო მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი შერმადინისთვის. მან გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს მადლობა  გადაუხადა ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში სტვენა და ხალხის პროტესტი მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან