ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნეთანიაჰუ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა გაეროში რუსეთის პოზიციის გამო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 10 დეკემბერს და უკმაყოფილება გამოთქვა „გაეროში რუსეთის წარმომადგენლების „ანტიისრაელური პოზიციების“ გამო - ნათქვამია ისრაელის განცხადებაში.
რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო.
Reuters-ი იმოწმებს ისრაელის განცხადებას, სადაც წერია, რომ საუბარში ნეთანიაჰუმ გამოთქვა ასევე „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო გადაჭრით უკმაყოფილება.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.