ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესს ტელეფონით
ესაუბრა და პრემიერმინისტრად ხელახალი არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთის თავმჯდომარეობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელს შეუწყობს.
"ველაპარაკე პედრო სანჩესს და მივულოცე ესპანეთის პრემიერმინისტრად ხელახალი არჩევა. მოხარული ვარ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრულ და კონსტრუქციულ დიალოგს. განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები და უკრაინის პროგრესი ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის დასრულებასთან დაკავშირებით #EUCO სამიტის წინა დღეებში. ჩვენ ველით, რომ ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა დაასრულებს ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ" - წერს ზელენსკი.
I spoke with @Sanchezcastejon and congratulated him on his reelection as Spain’s Prime Minister. I am glad to continue our friendly and constructive dialogue.

We discussed security issues and Ukraine's progress toward finalizing all of the European Commission's recommendations…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 7, 2023

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.