პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ისრაელი იმოქმედებს საკუთარი ინტერესების მიხედვით

ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ისრაელი იმოქმედებს საკუთარი ინტერესების მიხედვით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ელაპარაკა აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - იუწყება ნეთანიაჰუს ოფისი 20 ოქტომბერს.
"პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გაიმეორა ის, რაც მას საჯაროდაც აქვს ნათქვამი: ისრაელი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებსაც აშშ წამოჭრის, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ის მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, თავის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იგი დაუპირისპირდება დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.