ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი – ისრაელი ირანის მიმართ საპასუხო ქმედებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად განახორციელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ირანის მიერ 1-ელ ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო ქმედების გეგმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ისრაელის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.
ნეთანიაჰუს ოფისმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი თავს არ დაესხმება ირანის ნავთობ და ბირთვულ ობიექტებს.
გამოცემა ციტირებს ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროებს და რომელიც აცხადებს, რომ ხდება ისრაელის გეგმების ფრთხილი შეფასება, რათა ამან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოახდინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”