ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც, კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ნებადართული არ არის, კონსტიტუციის უხეში და მიზანმიმართული დარღვევაა – ანრი ოხანაშვილი

პრეზიდენტი უნებართვო ვიზიტებს განაგრძობს. ჩეხეთის პრეზიდენტმა პრაღის სასახლეში მიიღო – ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და ვითარება სამხრეთ კავკასიაში.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს კონსტიტუციის მორიგ უხეშ დარღვევად მიიჩნევენ მმართველ გუნდში.
„ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც არ არის მთავრობის თანხმობით ნებადართული, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ეს კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არის საქართველოს ძირითადი კანონის, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის უხეში და მიზანმიმართული დარღვევა. ასეთი რამ ცდება ყოველგვარ საღ აზრს, პატივისცემას შენი ქვეყნისადმი, ქვეყნის ძირითადი ღირებულებებისადმი, იმ პრინციპებისადმი, რომელიც განმტკიცებულია კონსტიტუციაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი და მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი პრინციპები სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირისთვის, რთულია პრეზიდენტის წოდება ასეთი ქცევების გამო, არის ფეხქვეშ გათელილი. ეს არის მძიმე შემთხვევა,“ – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უნდა დაემორჩილოს.
„უფრო მეტსაც გეტყვით, ზედმიწევნით ერთნაირი რომ იყოს პოზიცია, პრეზიდენტის და მთავრობის, გარკვეული მიზეზით რომ ჰქონდეს მთავრობას საფუძველი, რომ არ მისცეს უცხოეთში წასვლის მანდატი, შეიძლება სხვადასხვა მიზეზი იყოს ამის, რასაკვირველია, ის კონსტიტუციის მუხლს უნდა დაემორჩილოს. კონსტიტუციის დამრღვევისთვის, ეს მანდატი, რასაკვირველია, აბსოლუტურად შეუსაბამო და არაადეკვატურია,“ – ამბობს გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი