ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ტყემალაძე - ჩვენ დავამტკიცეთ 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად გადანაწილებულია იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც აქტუალურია და რაც არის პრიორიტეტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

ჩვენ დავამტკიცეთ 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად გადანაწილებულია იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც აქტუალურია და რაც არის პრიორიტეტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი გაზრდილია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ “2024 წელი იყოს კიდევ უფრო მასშტაბური, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.”
“ჩვენ დავამტკიცეთ 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც მაქსიმალურად გადანაწილებულია იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც აქტუალურია და რაც არის პრიორიტეტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ასევე არის გაზრდილი, რაც არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ 2024 წელი იყოს კიდევ უფრო მასშტაბური, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ასევე მოვისმინეთ 2023 წლის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, და ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო, გამორჩეული, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებით”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.