ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს, ნეაპოლის სკამპიას რაიონში მოხდა. აივანი მესამე სართულზე ჩამოინგრა, რამაც მეორე და პირველი სართულებიც დააზიანა.
დაშავებულებს შორის 2-დან 8 წლამდე ასაკის 7 ბავშვია.
ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.