ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ქუანგნინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს ჩამონგრევა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
დაღუპულები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „ვინაკომინის“ თანამშრომლები არიან.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს