“ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო

“ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური მისი სასამართლო პროცესის დეტალებს იხსენებს.
ჯემალ წიკლაურის თქმით, მოსამართლემ უთხრა, რომ თუ ის დაკისრებულ 37 000-ს გადაიხდიდა დარბაზიდან გაათავისუფლებდა, მაგრამ სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს, როდესაც მოსამართლე განაჩენს კითხულობდა დარბაზში შევარდა სპეცრაზმი, რომელმაც მოსამართლე ხელის კვრით გაიყვანა თითქოს დარბაზში ბომბი იყო.
„იმპერატიული კანონი იყო დამაწერეს თანხა, გადახდა დამაკისრეს. გადახდა რომ დავიწყე მომცეს 10 დღის ვადა. ამ 10 დღეში მე დავიწყე გადახდა, მე-3 დღეს დამიბარეს და დამაკავეს. ამის შემდეგ კერძო აუდიტი მოვიდა, რომელმაც დაადგინა, რომ 37 000-ია სულ ვერ დაწერდა უარს, რომ დარღვევა არაფერი ყოფილიყო. მოსამართლემ მითხრა, ამის გადახდა წარმომიდგინე და დარბაზიდან გათავისუფლებო. ველოდებით, ჩანიშნულია სასამართლო, ადვოკატი მოდის ჩემთან ველოდებით, სასამართლოში ვზივარ, ადვოკატი აგვიანებს და ბოლო-ბოლო არ ჩამოვიდა ადვოკატი, როგორც გავიგე შემდეგ ეს ადვოკატი დააშინეს, არ გამოუშვეს, რომ სასამართლოზე არ ჩამოსულიყო.
შემდეგ ჩამოსვლაზე ჩემმა ოჯახის წევრებმა წამოიღეს უკვე გადახდის ქვითარი, რომ გადახდილი მქონდა 37 000. მოსამართლე დგას და კითხულობს განაჩენს, ამ დროს პროკურორი ზის და არ უსმენს სასამართლო პროცესს, ვიღაცასთან საუბრობს ტელეფონით. მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოცვივდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, მოსამართლე ეხვეწებოდა იქნებ დამაცადოთ ერთი აბზაციღა დამრჩაო, არა ბომბია სასამართლოში და უნდა დატოვოთ დარბაზიო. მეორე დღეს ისევ წამომიყვანეს სასამართლოზე და გამიგრძელეს 3 თვიანი პატიმრობა,“-განაცხადა ჯემალ წიკლაურმა.
Previous: გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში. ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი, რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა