ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალებული სექტორების წარმომადგენლებს შეხვდება

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალებული სექტორების წარმომადგენლებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს იმ ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალდებიან.
Le Figaro-ს ინფორმაციით, შეხვედრა ელისეის სასახლეში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.
მანამდე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფრანგულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტარიფების გამოცხადების შემდეგ ფრანგული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მინიმუმ 20%-ით შემცირდება.
Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უდიდესი ბაზარია, 2024 წელს აშშ-ში მიწოდება 5%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდ ევროს მიაღწია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.