“ნაცმოძრაობა” კეზერასა და ჭყიპინას დონეზეა დასული – დაშლის პროცესი გარკვეული ძალების მხრიდანაა კოორდინირებული – ირაკლი კობახიძე

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ არაფორმალურ მმართველობას, თავად პარტიის წევრები აღიარებენ.
“კეზერასა და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“. კეზერა და ჭყიპინა როცა ხვდებიან ერთმანეთს კვიპროსში და ეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო განსაკუთრებული, სპეციალური თემა ხდება, მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტია სრულად დეგრადირებულია.
დაშლის პროცესი არის კოორდინირებული გარკვეული ძალების მხრიდან.
გეგმა არის ასეთი – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება ალტერნატიული პარტია. აქ მოიაზრებიან კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის, ეს არის „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება მელია, ანუ ეს გეგმა იკვრება უკვე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს ამ სუბიექტმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული