“ნაცმოძრაობაში” ძაღლი პატრონს ვერ ცნობს – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მძიმე მდგომარეობაა და პარტიაში არსებული დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
“მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს “ნაცმოძრაობაში”. გრძელდება დაპირისპირება. აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თუმცა მელიამ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს აუმხედრა, თუ არ ვცდები, რვა საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით და ალბათ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, “ნაციონალური მოძრაობა” ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი