არქივი30 ნოემბერი, 2023, 11:52
დაიყო ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად - ალბათ, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ერთმანეთისგან გაყრას - ირაკლი კობახიძე ენმ-ზე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება - ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიყო".
„დაიყო ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. ამის დასასრული რა იქნება, არ ვიცი. საბოლოო ჯამში, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ალბათ ერთმანეთისგან გაყრას, თუ ვერ მოახერხებენ - კიდევ უკეთესი. მთავარია, რომ მეცხრედ წააგებენ არჩევნებს,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.