არქივი14 დეკემბერი, 2025, 11:54
ნაცმოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს.
„ვასაჩივრებთ, იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებს, და რომელიც ოცნების პარლამენტმა პროევროპული პარტიების და ზოგადად დემოკრატიის გასაუქმებლად საგანგებოდ მიიღო”, – ნათქვამია ნაცმოძრაობის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.