ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

,,ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს,- ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
,,ვასაჩივრებთ, იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებს, და რომელიც “ოცნების” პარლამენტმა პროევროპული პარტიების და ზოგადად დემოკრატიის გასაუქმებლად საგანგებოდ მიიღო”,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.