არქივი30 აპრილი, 2024, 21:52
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობა" ხაბეიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.