ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციაზე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს - მას პოლიციამ სასტიკად სცემა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს და მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყონ მისი ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია.
"რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი"- ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.