ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს აფართოებს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ს განცხადებით, პარტია პოლიტსაბჭოს აფართოებს.
მისი თქმით, დღეს, 29 ნოემბერს, 16:00 საათზე გამოაცხადებენ, ვინ დაემატება პოლიტსაბჭოს. მან დაასახელა პირობა, რომ საბჭოში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ, ს ინიციატივის შესაბამისად.
საზოგადოებას ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და იქნება ნაციონალური მოძრაობის საბჭოში.
მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს, ვინც შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ ენმ-ში და წარმოადგინონ ნაციონალური მოძრაობა”, – თქვა ხაბეიშვილმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი: “რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე” გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.
მანიფეტს ხელი არ მოაწერა ყოფილმა თავმჯდომარე მ, ამის შემდეგ ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მელია ნაციონალურ მოძრაობას აღარ წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ