ნაცვლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი, როგორც პატიოსანი კაცი, საკადრო შეცდომებს გულწრფელად ნანობს

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნანობს “საკუთარ საკადრო შეცდომებს”. თუმცა, ნაცვლიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” პიარ-კონსულტანტი იყო, გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი შესაძლოა დააკავონ.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ , როგორც პატიოსანი კაცი, საკუთარ საკადრო შეცდომებს, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და როგორც ჩანს, გულწრფელად ნანობს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, რომლებმაც კითხვები დაუსვეს მისი პრემიერობის დროს მომუშავე მაღალჩინოსნების კორუფციულ ბრალდებებს და დაკავებებზე.

ნაცვლიშვილმა თქვა, რომ მასაც ჰქონია საკადრო შეცდომები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი ნანობს “შეცდომებს”. ჟურნალისტის კითხვას, სინანული გადაარჩენს თუ არა ღარიბაშვილს ციხისგან, ნაცვლიშვილმა კითხვითვე უპასუხა:

“რა შუაშია ციხე?”

ჟურნალისტის დამაზუსტებენ კითხვას, გამორიცხავს თუ არა ღარიბაშვილის დაკავებას, ნაცვლიშვილმა უპასუხა რომ “რა თქმა უნდა” გამორიცხავს.

“ქართული ოცნების” მოქმედმა პრემიერ-მინისტრი, ხშირად საუბრობს კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ ფონზე, ბოლო რამდენიმე თვეში “ქართული ოცნების” არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისების და ფულის გათეთრების ბრალდებით. მათ შორის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე და ამავე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები.  ასევე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა