დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი, როგორც პატიოსანი კაცი, საკადრო შეცდომებს გულწრფელად ნანობს – ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს “საკუთარ საკადრო შეცდომებს”. თუმცა, ნაცვლიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” პიარ-კონსულტანტი იყო, გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი შესაძლოა დააკავონ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პატიოსანი კაცი, საკუთარ საკადრო შეცდომებს, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და როგორც ჩანს, გულწრფელად ნანობს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, რომლებმაც კითხვები დაუსვეს მისი პრემიერობის დროს მომუშავე მაღალჩინოსნების კორუფციულ ბრალდებებს და დაკავებებზე.
ნაცვლიშვილმა თქვა, რომ მასაც ჰქონია საკადრო შეცდომები და აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი ნანობს “შეცდომებს”. ჟურნალისტის კითხვას, სინანული გადაარჩენს თუ არა ღარიბაშვილს ციხისგან, ნაცვლიშვილმა კითხვითვე უპასუხა:
“რა შუაშია ციხე?”
ჟურნალისტის დამაზუსტებენ კითხვას, გამორიცხავს თუ არა ღარიბაშვილის დაკავებას, ნაცვლიშვილმა უპასუხა რომ “რა თქმა უნდა” გამორიცხავს.
“ქართული ოცნების” მოქმედმა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხშირად საუბრობს კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ ფონზე, ბოლო რამდენიმე თვეში “ქართული ოცნების” არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისების და ფულის გათეთრების ბრალდებით. მათ შორის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე და ამავე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები. ასევე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება