ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნაჩო სანჩესი: ჩვენ ვსაუბრობთ 1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები

ნაჩო სანჩესი: ჩვენ ვსაუბრობთ 1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები
ევროპარლამენტარის, სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრის, ნაჩო სანჩესის განცხადებით, ევროპარლამენტარმა საქართველოში ძალაუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები უნდა დაუწესოს. ამის შესახებ სანჩესმა 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რასაც სხვა ქვეყნებში ათწლეულები დასჭირდა, აქ 2-წელიწადნახევარში მოხდა. ამ ქვეყნის ჩინოვნიკები ელექტორატის მანიპულირების გზით, უხვევს ევროინტეგრაციის გზას..." | ამბობს სანჩესი.
მისივე მოწოდებით, ამ ნაბიჯებზე ევროპარლამენტის პასუხი არ უნდა იყოს სიმბოლური, არამედ მიზანმიმართული სანქცია, რომელიც 1 000-დან 2 000-მდე ინდივიდს შეეხება.
"ჩვენ არ ვსაუბრობთ 100 ადამიანზე. ჩვენ ვსაუბრობთ 1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები" | ამბობს სანჩესი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.