ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად
ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი 2 შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს – ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას.
არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს. ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი