ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია
ექიმი, ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
აბა შეხედეთ…
პრემიერმა ბრიფინგი ჩანიშმა.
წინა დღეს ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ მიღებული ორპარტიული აქტის მერე სავარაუდო იყო, რომ სწორედ ამ თემას მიეძღვნებოდა.
ან ძველებურად აძაგებდნენ დიფსტეიტს დამორჩილებულ კონგრესმენებს, და ან რამე ახლებურს დააანონსებდნენ, მაგალითად ასეთს: ჩვენ ისედაც ვაკეთებდით ყველაფერს ამერიკასთან ურთიერთობის გადასატვირთათ და ახლა ხომ გავაკეთებთ და გავაკეთებთო.
ან რამე სხვას.
სწორედ რომ
რამე სხვა იყო.
ბრიფინგი მამისა და მარჩენალის ქებას ეძღვნებოდა.
ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც,
სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია.
რა არ მივისმინეთ:
პოლიტიკის გროსმეისტერი, პატრიოტი,
ინტელექტუალი, თეთრი ხელთთმანებით ძველი რეჟიმის შემცვლელი, საკვანძი საკითხებში კომპეტენტური და სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ მხოლოდდამხოლოდ ამიტომაც გაზიარებული და სხვა და სხვა.
პოლიტიკის გროსმაისტერის წოდება სანიმუშო რამ არის, მაგრამ ერთი გენერალ/მაიორის ჩინიც რომ გაემეტებინა მთლად დაშვენდებოდა …
და თუ სულ დაარიგა რა ჩინებიც ჰქონდა და აღარ დარჩა, მაშინ უკვე აპრობირებული გამოთქმა გამოეყენებინა: საპატიო.
და შესაბამისად:
საპატიო გენერალ/მაიორი…
რა დაშავდებო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.