ნატო-ში -ის ელჩი – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა

კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა”, – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
მისი განმარტებით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში კონტეინერების სატვირთო გემებით მოძრაობა თანამგზავრების მიერ დაფიქსირდა.
„მტკიცედ ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსებისთვის ისეთი იარაღის გადაცემისთვის, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელ ხალხზე, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
მისი განმარტებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან, სანაცვლოდ, სხვა სამხედრო ტექნოლოგიების მიღება სურს და შესაძლოა, ფხენიანმა მოსკოვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ასევე ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოსთხოვოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს