ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე მძლავრი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ თავისი ყველაზე მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა.
კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ადგილობრივი დროით 08:24 საათზე ფხენიანის ტერიტორიიდან გაუშვეს და ის იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს დასავლეთით დაეშვა. სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ 73 წუთის განმავლობაში იფრინა და დაახლოებით 1000 კმ მანძილი დაფარა.
რაკეტის გაშვება მკაცრად დაგმო დასავლეთმა. სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, ეს არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და კორეის ნახევარკუნძულს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.
რაკეტის გაშვებას წინ უძღოდა გასულ კვირას სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრა, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა ფხენიანმა გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)