დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია.
„ჩვენ საუკეთესო შეიარაღება გვაქვს, საუკეთესო რაკეტები გვაქვს, ევროპულმა ქვეყნებმა ეს იციან და დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ. დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მათ იარაღს გავუგზავნით და ისინი კი ამის საფასურს გადაიხდიან. ჩვენ არაფერს გადავიხდით, ჩვენ ვაწარმოებთ და საფასურს ისინი გადაიხდიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, იარაღი ნატო-ს მეშვეობით უკრაინას გადაეცემა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ეს არის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება, რომლის შეძენაც -სგან მოხდება და ნატო-ს გადაეცემა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე სწრაფად გადანაწილდება. მას მიიღებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი