ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების საბოლოო ვადა არ დაუწესებია

ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების საბოლოო ვადა არ დაუწესებია

აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების საბოლოო ვადა არ დაუწესებია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მეთიუ უიტაკერი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დასადებად დრო ივნისამდე მისცა.
ნატო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, მსგავს პირობებში საბოლოო ვადების დაწესება „ძალიან სახიფათოა“.
„ჩვენ გვსურს, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდეს. გვსურს, რომ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ. გვსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და უკრაინაში ტანჯვა და მკვლელობები დასრულდეს“, - განაცხადა უიტაკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.