ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატო-ს პრესსპიკერი - რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს - ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს

რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერის, ფარა დახლალას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა. რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს“, - აცხადებს ნატო-ს პრესსპიკერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.