ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებაშია ნათქვამი.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. დღეს, 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, - აცხადებს ელინა ვალტონენი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.