არქივი2 მარტი, 2025, 19:26
ნატო-ს გენმდივანი ლონდონის სამიტის ფარგლებში სამ ძირითად პუნქტს ასახელებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარ რუტე ლონდონის სამიტის სამ ძირითად საკითხს ასახელებს.
„ძალიან პოზიტიური დასაწყისი დღევანდელ შეხვედრაზე ლონდონში. სამი ძირითადი პუნქტი:
მხარი დავუჭიროთ უკრაინას დღეს. ევროპაში ყველამ მეტი უნდა გასცეს;
ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. აქ ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს;
ნატო-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს“,- წერს რუტე X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.